კრისტიანო რონალდოს ბიოგრაფია

ამ სტატიაში მოგითხრობთ კრისტიანო რონალდოს ბიოგრაფიაზე
დაბადების ადგილი: მადეირა/პორტუგალია
დაბადების თარიღი: 05/02/1985
პოზიცია: ნახევარმცველი
წონა: 80 კგ.
სიმაღლე: 185 სმ.
ეროვნება: პორტუგალიელი


     კრისტიანო რონალდო დაიბადა პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე. პროფესიონალური კარიერა დაიწყო კლუბ „ანდორინია დე სანტო ანტონიო“-ში. 10 წლის ასაკში მასზე „ნადირობა“ დაიწყეს უფრო დიდმა კლუბებმა. რონალდო გადავიდა კლუბ „ნასიონალში“, სადაც ის გაიზარდა, როგორც ფეხბურთელი. ერთი წლის შემდეგ კრისტიანომ ლისაბონის „სპორტინგთან“ გააფორმა კონტრაქტი. ამ მომენტისათვის კრისტიანო ითვლება „სპორტინგის“ პირველ ფეხბურთელად, რომელმაც გაიარა ყველა აკადემიური სკოლა.

     გადამწყვეტი მომენტი კრისტიანოს ცხოვრებაში გახლდათ ამხანაგური მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ. ლამაზი ფეხბურთის ჩვენების შემდეგ მან მიიპყრო სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღება. ფერგიუსონი გამოტყდა, რომ მისი შეგირდები უძლური იყვნენ რონალდოს წინააღმდეგ. ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც როგორებიც იყვნენ როი კინი და რუედ ვან ნისტელროი, ფერგიუსონს ურჩიეს გაეფორმებინა კონტრაქტი პორტუგალიელთან. მას შემდეგ რაც „მანჩესტერმა“ გადაიხადა რონალდოში 12.24 მლნ.ფუნტი სტერლინგი (ეს თანხა ითვლება რეკორდად ახალგაზრდა ფეხბურთელებში), კრისტიანომ მოაწერა ხელი მანკუნიანელებთან.

     პირველივე სეზონში რონალდომ აჩვენა ყველას, რომ ბევრის გაკეთება შეეძლო. 2004 წლის ინგლისის თასის ფინალში მან გაიტანა თავისი პირველი გოლი „მანჩესტერის“ შემადგენლობაში. საბოლოოდ სერ ალექსის გუნდა მოიგო ის მატჩი. მეორე სეზონში რონალდო გახდა ყველაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. FIFAPRO-ის ვერსიით კრისტიანო „წითელი ეშმაკების“ ისტორიაში შევიდა. რომელმაც გაიტანა გუნდის მეათასე გოლი პრემიერ ლიგის ისტორიაში. შემდეგ წელს ფეხბურთელს გააქვს 17 გოლი და ბომბარდირებში იკავებს მეორე ადგილს. 2006-2007 წლების სეზონში რონალდო ხდება პრემიერლიგის ჩემპიონი.

     შემდეგ სეზონში რონალდომ უკვე შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა. 2008 წელს „ბოლტონის“ კარში გატანილი 2 გოლის შემდეგ კრისტიანომ გაიტანა თავისი 33-ე გოლი სეზონში და გააუმჯობესა ჯორჯ ბესტის რეკორდი, რომელსაც გატანილი ჰქონდა 32 გოლი. პორტუგალიელმა იმავე სეზონში მოიგო ინგლისის თასი, სუპერ თასი და ჩემპიონთა ლიგა. ის ასევე არ დარჩენილა ინდივიდუალური ტიტულების გარეშე, ის გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. მიიღო „ოქროს ბურთი“, როგორც ევროპის საუკეთესო მოთამაშემ. გახდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე FIFAPRO-ის ვერსიით, კლუბის საუკეთესო თავდამსხმელი UEFA-ს ვერსიით და გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი.

     რონალდო მხოლოდ 29 წლისაა და არის პორტუგალიის ნაკრების ვიცე-კაპიტანი (კაპიტანი ნუნუ გომეშია). მისი დებიუტი ნაკრებში შედგა 2003 წლის 20 აგვისტოს ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ. მან წარადგინა ნაკრები ათენის 2004 წლის ოლიმპიადაზე. მაშინდელი ნაკრების მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარის არ სურდა წაეყვანა ევროპის ჩემპიონატზე კრისტიანო, მაგრამ ჯურნალისტების და ფანების თხოვნის შემდეგ იძულებული გახდა გადაწყვეტილება შეეცვალა. პორტუგალიელი ვარსკვლავი იყო ერთ-ერთი ლიდერი ევროპის ჩემპიონატზე თავის ნაკრებში. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდომ გუნდი გაიყვანა ნახევარფინალში, მაგრამ მარცხი განიცადეს საფრანგეთის ნაკრებთან, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში წააგეს გერმანელებთან.

საინტერესო ფაქტები ცხოვრებიდან

     კრისტიანო რონალდოს ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ხელი მოაწერა კონტრაქტს „მანჩესტერ იუნაიტედთან“. ის თვეში ხელფასის სახით იღებდა 1.500 ევროს, შემდეგ კი გაუმჯობესდა მისი ხელფასი და უკვე იღებდა 150.000 ევროს თვეში. კარიერა რონალდომ დაიწყო კლუბ „ანდორინიაში“, სადაც მამამისი მუშაობდა მარკეტინგის მენეჯერად. მას დაარქვეს რონალდო რონალდ რეიგანის საპატივცემულოდ, რომლითაც მოხიბლულნი იყვნენ კრისტიანოს მშობლები.

კრისტიანო რონალდოს მიღწევები

  1. პორტუგალიის სუპერ ლიგა: 2002 წელს.
  2. ინგლისის თასი: 2004 წელს.
  3. ინგლისის ლიგის თასი: 2006-2009 წელს.
  4. პრემიერლიგა: 2007-2008-2009 წელს.
  5. ინგლისის სუპერ თასი: 2007-2008 წელს.
  6. ჩემპიონთა ლიგა: 2008 წელს.
  7. მსოფლიო ჩემპიონატი კლუბებს შორის: 2008 წელს.
კრისტიანო რონალდოს ინდივიდუალური მიღწევები

  1. ბრავოს ტროფეი: 2004 წელს.
  2. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი FIFAPRO-ის ვერსიით: 2006-2007 წელს.
  3. საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი: 2006-2007 წელს.
  4. პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი: 2007 წელს.
  5. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 2008 წელს.
  6. ოქროს ბუცის მფლობელი: 2008 წელს.
  7. საუკეთესო ფეხბურთელი UEFA-ს ვერსიით: 2008 წელს.
  8. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი FIFAPRO-ის ვერსიით 2008 წელს.
  9. „ოქროს ბურთის“ მფლობელი: 2008 წელს.
  10. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი FIFA-ს ვერსიით 2008 წელს.
კრისტიანო რონალდოს კარიერა

  1. „სპორტინგი“ (ლისაბონი) - 2001-2003 წელი.
  2. „მანჩესტერ იუნაიტედი“ - 2003-2008 წელი.
  3. „რეალი“ - 2009-დღემდე.

No comments:

Post a Comment